Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)
ambebi.ge
26 June 2016, 15:22
რუსეთის პატრიარქ კირილის წარმოუდგენელი ფუფუნების შესახებ არაერთხელ დაწერილა რუსულ მედიაში. ამჯერად მისმა ახალმა ფოტომ მიიპყრო ყურადღება და სოციალური ქსელის განხილვის თემადაც იქცა.

ამ ფოტოზე აღბეჭდილია პატრიარქი კირილი, რომელიც საკუთარ კაბინეტში, ძვირფას საწერ მაგიდასთან ზის. კედელზე იესო ქრისტეს ხატი კიდია, გვერდით კი თავად პატრიარქის ფოტო, რომლიც ოქროს ჩარჩოშია ჩასმული. ბლოგერების მტკიცებით, ეს ძალიან ძვირად ღირებული მაგიდაა. კირილს საერთოდაც არ უკვირს ძვირად ღირებული ნივთები და ხალხი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ რა საჭიროა სასულიერო პირებისთვის ასეთი ფუფუნება, სად არის ასკეტიზმი და ა.შ.

ადამიანები არა Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მხოლოდ ოთახის ინტერიერმა აალაპარაკა, განსჯის თემა გახდა პატრიარქის ოქროს ჩარჩოში მოთავსებული ფოტოც. ისევ ამოტივტივდა პატრიარქის დიდძალი ქონების ამბავი, რომელზეც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ზოგიერთი მონაცემებით, ის 4 მილიარდ დოლარამდე ქონების მფლობელია. და საკმაოდ მდიდარი იყო მანამდეც, სანამ პატრიარქი გახდებოდა.

ხშირად ახსენებენ ძვირად ღირებულ "კადილაკს", კირილის კუთვნილ 4 მილიონ დოლარად ღირებულ იახტა "პალადას", რომელზეც თავად ხშირად ისვენებს, პირად თვითმფრინავს, 30 ათას ევროდ ღირებულ ოქროს საათს, სასახლეებს დერედელკინოში და ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე გელენჯიკში, პირად ავტოპარკს, პენტჰაუსს მოსკოვში და ვილას შვეიცარიაში - სანამ პატრიარქი გახდებოდა, ძალიან უყვარდა თხილამურებით სრიალი და შვეიცარიის მთები მისი საყვარელი ადგილებია დაათვალიერეთ ფოტოები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი